[1]სიტყვა – „რა’ინაა“ (رعنا) წარმოებულია „რა’ა“ (رعى) ფუძიდან, რაც მზერის მიპყრობას, მზრუნველობას, ყურადღებასა და მომწყემსვას ნიშნავს. ეს სიტყვა მედინაში მცხოვრებ იუდეველთა ენაზე ან მათში გავრცელებულ არაბულ დიალექტზე ცუდი მნიშვნელობით გამოიყენებოდა და, ამგვარად, მათ გაუჩნდათ მუჰამმედ შუამავლის ﷺ აშკარად ლანძღვის საშუალება, რომელსაც მანამდე ფარულად აკეთებდნენ. ისინი მას მიმართავდნენ სიტყვით „რა’ინაა“, რომელიც ორაზროვანია: თითქოს დადებითი მნიშვნელობით ეუბნებოდნენ, არადა მისი მასხრად აგდება ქონდათ განზრახული.