*ორიგინალი – „ალ-ფურყან“ (الفرقان) : ჭეშმარიტების მცდარისგან, სიმართლის ტყუილისგან, კეთილის ბოროტისგან, ჰალალის ჰარამისგან – განმასხვავებელი მტკიცებულებები და ნიჭი. აღნიშნული დახასიათებიდან გამომდინარე, ფურყანი არის ყურანის ერთ-ერთი სახელი.
*ეს აიათი ნაჯრანელი ქრისტიანების საპასუხოდ ჩამოევლინა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისა (იესო) იყო ძე ღვთისა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
*ორიგინალი – „მუჰქემ“ (محكم): მყარი, მტკიცე ან ურყევი. წმინდა ყურანში მუჰქემად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა მნიშვნელობებიც იმდენად ცხადია, რომ დამატებითი განმარტებების გარეშეც გასაგებია ყველასთვის და ეს თავისივე სიცხადე გამორიცხავს განსხვავებული აღქმა–გამოხატვის შესაძლებლობას.
**ორიგინალი – „მუთაშაბიჰ“ (متشابه): მსგავსი. წმინდა ყურანში მუთეშაბიჰად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომლებიც დამატებითი განმარტების გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით, არ აიხსნება; ან ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა ახსნაც ალლაჰის გარდა არავინ იცის. ეს სიტყვები და აიათები ხშირად ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ახსნა–გამოხატვის საშუალებას იძლევა, რის გამოც მას მუთაშაბიჰი, ანუ მსგავსი ეწოდება. მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ თავისი მნიშვნელობით რამდენიმე საკითხს ერთდროულად ემსგავსება და მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულდება.
***აიათში ხსენებულთა ვინაობის შესახებ მუფესსირებმა რამდენიმე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს: რაბი’ი ამბობს: ესენი არიან ადამიანთა ჯგუფი ნაჯრანისა, რომლებიც მუჰამმედ შუამავალს ﷺ ‘ისა عليه السلام შუამავლის შესახებ ეკამათებოდნენ. მათ ასეთი კითხვა დასვეს: განა თქვენ არ ამბობთ, რომ ის არის ალლაჰის სიტყვა და სული მისგან? როდესაც შუამავალმა ﷺ უთხრა – დიახო, მათ თქვეს: ჩვენთვის ეს საკმარისია. ეს აიათი სწორედ ამ დიალოგის შემდეგ ჩამოევლინა. ქელბის გადმოცემის თანახმად, ესენი იუდეველები არიან, რომლებიც მუთაშაბიჰ აიათებზე დაყრდნობით ამ უმმეთის სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოცნობას ცდილობდნენ. ყათადე, როდესაც ამ აიათს კითხულობდა, ამბობდა, რომ ესენი არ ვიცი სხვა ვინ უნდა იყვნენ, თუ არა ხარიჯიტებიო. ასევე, ერთ ერთი ვერსიის თანახმად, ამ აიათში ყველა მობიდათე იგულისხმება. იხ. თაფსირულ ბეღავი.
*მას შემდეგ, რაც შენი წიგნის მიმართ, მუჰქემისა და მუთეშაბიჰის განუსხვავებლად, მტკიცე რწმენა გვიწყალობე.