വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ

external-link copy
24 : 4

۞ وَٱلۡمُحۡصَنَٰتُ مِنَ ٱلنِّسَآءِ إِلَّا مَا مَلَكَتۡ أَيۡمَٰنُكُمۡۖ كِتَٰبَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡۚ وَأُحِلَّ لَكُم مَّا وَرَآءَ ذَٰلِكُمۡ أَن تَبۡتَغُواْ بِأَمۡوَٰلِكُم مُّحۡصِنِينَ غَيۡرَ مُسَٰفِحِينَۚ فَمَا ٱسۡتَمۡتَعۡتُم بِهِۦ مِنۡهُنَّ فَـَٔاتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ فَرِيضَةٗۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيۡكُمۡ فِيمَا تَرَٰضَيۡتُم بِهِۦ مِنۢ بَعۡدِ ٱلۡفَرِيضَةِۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمٗا

(გეკრძალებათ) ასევე გათხოვილი ქალები, გარდა იმისა, რაც მოიპოვა თქვენმა მარჯვენამ[1]. ეს ყველაფერი ალლაჰის მიერ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებებია, ხოლო აქ ჩამოთვლილის მიღმა რაც დარჩა, – თუ თქვენი ქონებით ეძიებთ პატიოსნურად (შერთვას) და არა სიძვის მიზნით, მაშინ ჰალალია. რა სარგებელიც მიიღოთ მათგან (შეუღლებით), შესაბამისი გადასახადიც მიეცით (მეჰრი). განსაზღვრული გადასახადის მიცემის შემდეგ თუ მორიგდებით ურთიერთკმაყოფილებით, – ამაში ცოდვა არ დაგედებათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია. info

[1]ასევე, ალლაჰის შუამავალმა ﷺ აკრძალა ქალისა და მისი მამიდის ან დეიდის ერთდროულად, ერთი ქმრის ქორწინებაში ყოფნა. იხ. ბუხარი, ნიქაჰ 27/1509; მუსლიმ, ნიქაჰ 4/1408.

التفاسير: