[1] ორიგინალი – „ალ-ქურს“ (الكرسي): პირდაპირი მნიშვნელობით ესაა დასაჯდომი საშუალება, ტახტი, ერთმანეთზე შემოწყობილი საფეხურები, ტრიბუნა. ალლაჰის ქურსთან დაკავშირებით მრავალ სხვადასხვა განმარტებებას ვპოულობთ, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს მოყვანით შემოვიფარგლებით, რომელიც საჰაბეებსა და პირველი თაობის სწავლულებს ეკუთვნით: 1. აბდულლაჰ იბნი აბბასისა და სა’დ ბინ ჯუბეირის გადმოცემის თანახმად, ეს არის ალლაჰის ცოდნა; იმამი ტაბერიც ამ შეხედულებას ირჩევს. 2. აბუ მუსას, სუდდის, დაჰჰაქისა და მუსლიმ ალ-ბატიინის გადმოცემის თანახმად, ეს არის ადგილი, სადაც ღმერთს ფეხები უდევს. 3. ჰასან ალ-ბასრის გადმოცემის მიხედვით, ქურსი იგივეა, რაც ‘არში. იხ. თაფსირუ ტაბერი.