[1]იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, როდესაც ჩამოევლინა აიათი: „როდესაც დაინახავ მათ, რომლებიც დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ, მაშინვე გაეცალე მათ“, - მუსლიმებმა ჩივილი დაიწყეს: როგორ უნდა დავსხდეთ ქააბას მეჩეთში და ტავაფი შევასრულოთ, როდესაც ისინი სულ დამცინავად საუბრობენ? განსხვავებული ვერსიის თანახმად მათ თქვეს: როდესაც ჩვენ ვტოვებთ მათი თავშეყრის ადგილს და არ ვუშლით ასეთ საუბარს, გვეშინია, ცოდვა ჩვენც არ შეგვეხოს. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რომ ურწმუნოთა ცოდვები მათ არ მოეკითხებოდათ და მათი მოვალეობა მხოლოდ შეგონება იყო.იხ.თაფსიირუ ბეღავი.
[1]ყურანით.
[1]არც მათი თაყვანისცემით გვექნება სარგებელი და არც მათი მიტოვებით - ზარალი.[2]‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ეს არის იგავი, რომელიც ალლაჰმა, კერპების თაყვანისცემისკენ მომწოდებელთა და ალლაჰის თაყვანისცემისკენ მომხმობთა მაგალითად მოიყვანა. შედარებულია კაცზე, რომელიც ჭეშმარიტ გზას აცდა და თავგზააბნეული დარჩა. ერთი მხრივ, მცდარი გზისკენ ეძახიან, მეორე მხრივ მეგობრები ყავს, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ და ვეღარ ხვდება, საით წავიდეს. თუკი პირველ მომწოდებელს დაუჯერებს, დამღუპველ უფსკრულში გადავარდება, ხოლო თუ მათ დაუჯერებს, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ, მაშინ ჭეშმარიტებას ეზიარება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.