ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ

external-link copy
78 : 5

لُعِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِنۢ بَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ عَلَىٰ لِسَانِ دَاوُۥدَ وَعِيسَى ٱبۡنِ مَرۡيَمَۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَواْ وَّكَانُواْ يَعۡتَدُونَ

მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით[1] შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ. info

[1]იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, როდესაც ჩამოევლინა აიათი: „როდესაც დაინახავ მათ, რომლებიც დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ, მაშინვე გაეცალე მათ“, - მუსლიმებმა ჩივილი დაიწყეს: როგორ უნდა დავსხდეთ ქააბას მეჩეთში და ტავაფი შევასრულოთ, როდესაც ისინი სულ დამცინავად საუბრობენ? განსხვავებული ვერსიის თანახმად მათ თქვეს: როდესაც ჩვენ ვტოვებთ მათი თავშეყრის ადგილს და არ ვუშლით ასეთ საუბარს, გვეშინია, ცოდვა ჩვენც არ შეგვეხოს. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რომ ურწმუნოთა ცოდვები მათ არ მოეკითხებოდათ და მათი მოვალეობა მხოლოდ შეგონება იყო.იხ.თაფსიირუ ბეღავი.

التفاسير: