ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ

ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ:close

external-link copy
84 : 5

وَمَا لَنَا لَا نُؤۡمِنُ بِٱللَّهِ وَمَا جَآءَنَا مِنَ ٱلۡحَقِّ وَنَطۡمَعُ أَن يُدۡخِلَنَا رَبُّنَا مَعَ ٱلۡقَوۡمِ ٱلصَّٰلِحِينَ

- ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.[1] info
التفاسير:

external-link copy
85 : 5

فَأَثَٰبَهُمُ ٱللَّهُ بِمَا قَالُواْ جَنَّٰتٖ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ خَٰلِدِينَ فِيهَاۚ وَذَٰلِكَ جَزَآءُ ٱلۡمُحۡسِنِينَ

და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი. info

[1]იბრაჰიმ შუამავლის ამგვარი მოქმედება ისლამის სწავლულთა შორის ფართო განხილვის საკითხია. მისი სიტყვების განმარტებებს შორის ყველაზე გამოკვეთილად თვალში გვხვდება ოთხი კომენტარი:პირველი: იბრაჰიმ შუამავალს ამგვარი დიალოგით თავისი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა სიმართლისკენ და ცდილობდა, მათი შეცდომები და უმეცარი საქციელი ეჩვენებინა. რადგანაც ის ხალხი ვარსკვლავებს ადიდებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სამყაროში ყველაფერს ვარსკვლავები განაგებდნენ. ის ჯერ ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ თითქოს თვითონაც იქ ეძებდა ჭეშმარიტებას, სადაც მისი ხალხი ეძებდა: როდესაც ვარსკვლავები ქრებოდა, მათ ყურადღებას ვარსკვლავთა ნაკლოვანებაზე ამახვილებდა და ამგვარად უსაბუთებდა, რომ ნაკლის მქონე ღმერთი ვერ იქნებოდა.მეორე: იბრაჰიმ შუამავალი მათ კითხვის ფორმით მიმართავდა „ესაა ჩემი ღმერთი?“ მისი კითხვა, უარყოფის შინაარსის მატარებელი იყო ანუ „განა შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი?“ აქედან გამომდინარე ის გულისხმობდა „ეს ჩემი ღმერთი არ არის.“მესამე: მან ეს სიტყვები მათთან კამათის დროს გამოიყენა და გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი აზრით, ესაა ჩემი ღმერთი“. ხოლო როდესაც ვარსკვლავი გაქრა, მიუგო: „ეს რომ ღმერთი ყოფილიყო, არ გაქრებოდა.“მეოთხე: შესაძლოა ყურანის აიათში იყოს ფარული შინაარსი. ამ შეხედულების მქონეთა აზრით, იბრაჰიმ შუამავლის სიტყვებში იგულისხმება შემდეგი: „ამბობენ, რომ ესაა ჩემი ღმერთი“, როგორც სურა ბაყარას 127-ე აიათში გვხვდება: „აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან“. აიათის ორიგინალში ჩვენ მიერ ფრჩხილებში ჩასმული (თან ამბობდნენ) არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ ისინი ამბობდნენ ამას. იხ. თაფსიირუ ბაღავი.

التفاسير:

external-link copy
86 : 5

وَٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَكَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَآ أُوْلَٰٓئِكَ أَصۡحَٰبُ ٱلۡجَحِيمِ

ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ! info
التفاسير:

external-link copy
87 : 5

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تُحَرِّمُواْ طَيِّبَٰتِ مَآ أَحَلَّ ٱللَّهُ لَكُمۡ وَلَا تَعۡتَدُوٓاْۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلۡمُعۡتَدِينَ

ჭეშმარიტად, მე სახე ვიბრუნე ჰანიფად[1] იმისკენ, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და მე არ ვარ წარმართთაგანი. info
التفاسير:

external-link copy
88 : 5

وَكُلُواْ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ حَلَٰلٗا طَيِّبٗاۚ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَ ٱلَّذِيٓ أَنتُم بِهِۦ مُؤۡمِنُونَ

და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.[1] ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ? info

[1]ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.

التفاسير:

external-link copy
89 : 5

لَا يُؤَاخِذُكُمُ ٱللَّهُ بِٱللَّغۡوِ فِيٓ أَيۡمَٰنِكُمۡ وَلَٰكِن يُؤَاخِذُكُم بِمَا عَقَّدتُّمُ ٱلۡأَيۡمَٰنَۖ فَكَفَّٰرَتُهُۥٓ إِطۡعَامُ عَشَرَةِ مَسَٰكِينَ مِنۡ أَوۡسَطِ مَا تُطۡعِمُونَ أَهۡلِيكُمۡ أَوۡ كِسۡوَتُهُمۡ أَوۡ تَحۡرِيرُ رَقَبَةٖۖ فَمَن لَّمۡ يَجِدۡ فَصِيَامُ ثَلَٰثَةِ أَيَّامٖۚ ذَٰلِكَ كَفَّٰرَةُ أَيۡمَٰنِكُمۡ إِذَا حَلَفۡتُمۡۚ وَٱحۡفَظُوٓاْ أَيۡمَٰنَكُمۡۚ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمۡ ءَايَٰتِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ

და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას[1], თუ იცით? info

[1]ხალხი მას კერპებით აშინებდა, რომ თუ გააგრძელებდა მათ გმობას და დამცირებას, მაშინ თავს უბედურება დაატყდებოდა. ამაზე იბრაჰიმ შუამავლის პასუხი ეს იყო: მე არ მეშინია იმ კერპების, რასაც ალლაჰს უთანაზიარებთ და ისინი ვერაფერს მავნებენ, თუკი ალლაჰი არ ინებებს ჩემს ვნებასო.

التفاسير:

external-link copy
90 : 5

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِنَّمَا ٱلۡخَمۡرُ وَٱلۡمَيۡسِرُ وَٱلۡأَنصَابُ وَٱلۡأَزۡلَٰمُ رِجۡسٞ مِّنۡ عَمَلِ ٱلشَّيۡطَٰنِ فَٱجۡتَنِبُوهُ لَعَلَّكُمۡ تُفۡلِحُونَ

მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი. info

[1]ამ ორი მხარედან რომელს უფრო უნდა ეშინოდეს ღვთის რისხვის ან რომელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთოხოდ – ერთღმეღთიანები თუ წარმართები?

التفاسير: