ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
155 : 7

وَٱخۡتَارَ مُوسَىٰ قَوۡمَهُۥ سَبۡعِينَ رَجُلٗا لِّمِيقَٰتِنَاۖ فَلَمَّآ أَخَذَتۡهُمُ ٱلرَّجۡفَةُ قَالَ رَبِّ لَوۡ شِئۡتَ أَهۡلَكۡتَهُم مِّن قَبۡلُ وَإِيَّٰيَۖ أَتُهۡلِكُنَا بِمَا فَعَلَ ٱلسُّفَهَآءُ مِنَّآۖ إِنۡ هِيَ إِلَّا فِتۡنَتُكَ تُضِلُّ بِهَا مَن تَشَآءُ وَتَهۡدِي مَن تَشَآءُۖ أَنتَ وَلِيُّنَا فَٱغۡفِرۡ لَنَا وَٱرۡحَمۡنَاۖ وَأَنتَ خَيۡرُ ٱلۡغَٰفِرِينَ

შემდეგ მუსამ ჩვენს მიერ დადგენილი დროისთვის თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ამოარჩია,[1] როდესაც ძლიერმა რყევამ შეიპყრო ისინი,[2] (მუსამ) ღაღად ჰყო: ღმერთო, რომ გენება მათ აქამდეც გაანადგურებდი და მეც![3] ნუთუ გაგვანადგურებ იმის გამო, რაც ჩაიდინეს ჭკუასუსტებმა ჩვენგან? ეს მხოლოდ გამოცდაა შენგან, მისით იმას აცდუნებ, ვისთვისაც ინებებ და ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებ მას, ვისთვისაც გნებავს. შენ ჩვენი მფარველი ხარ, დაე გვაპატიე ჩვენ და შეგვიწყალე, შენ მპატიებელთა შორის ყველაზე ხეირიანი ხარ! info

[1] ეს სამოცდაათი კაცი იყო იმათგან, რომლებსაც ხბოს კერპის მიმართ თაყვანისცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ალლაჰმა მოსეს ა უბრძანა ისრაელის მოდგმიდან ამოერჩიე ზოგიერთები, მათი ხალხის წარმომადგენლებად, მის მიერ მითითებულ დროს სინას მთაზე ასულიყვნენ და თავიანთი ხალხის სახელით ბოდიში მოეხადათ და სინანული გამოეხატათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[2] იბნი ჯურეიჯისა და მუჰამმედ ბინ ქა’ბის განმარტებით სინას მთაზე ასულები ჭექა-ქუხილმა და ძლიერმა რყევებმა შეიპყრო, რადგანაც მათ არაფერი მოიმოქმედეს, როდესაც მათმა ხალხმა ხბო დაიდგინეს სათაყვანებლად, არც ბოროტი დაგმეს და არც სიკეთე მოუწოდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[3] სუდდი განმარტავს: ამ დროს მუსამ ა დაიწყო ვედრება: ღმერთო რა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომლებიც მეტყვიან რომ წაიყვანე ჩვენგან რჩეული ადამიანები და ყველა ერთიანად გაანადგურეო? შენ რომ მათი განადგურება გენება, მანამდე გაანადგურებდი მათ როდესაც ისინი თავიანთ ხალხთან ერთად იყვნენ და მეც მათთან ერთად ვიყავიო. იხ. თაფსირუ ტაბერი.

التفاسير: