ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
11 : 7

وَلَقَدۡ خَلَقۡنَٰكُمۡ ثُمَّ صَوَّرۡنَٰكُمۡ ثُمَّ قُلۡنَا لِلۡمَلَٰٓئِكَةِ ٱسۡجُدُواْ لِأٓدَمَ فَسَجَدُوٓاْ إِلَّآ إِبۡلِيسَ لَمۡ يَكُن مِّنَ ٱلسَّٰجِدِينَ

ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ, შემდეგ გამოგსახეთ, მერე ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე[1] აღასრულეთ ადამისთვის! უმალვე სეჯდეზე დაემხნენ, გარდა იბლისისა,[2] ის არ ყოფილა სეჯდეს აღმსრულებელთაგანი. info

[1] ორიგინალი – „სეჯდე“ (سجدة): უზენაესი ალლაჰის წინაშე მუხლმოდრეკითა და ქედის მოხრით მორჩილებისა და თაყვანისცემის გამომხატველი მოქმედებაა. სეჯდე შვიდი ორგანოს – ფეხის თითების, მუხლების, ხელის გულების და ცხვირ-შუბლის ძირს შეხებით სრულდება. სეჯდე ყიბლას მიმართულებით უნდა შესრულდეს, რომლის დროსაც ხელის თითებიცა და ფეხის თითებიც ყიბლას მიმართულებით უნდა იყოს მიმართულნი.
[2] ორიგინალი – „იბლისი“ (ابليس): სატანას სახელია, რომელიც წარმომავლობით ჯინია, თუმცა თავისი განსწავლულობისა და დამსახურების გამო ანგელოზებთან ერთად იმყოფებოდა. ასეთმა პატივმა იბლისი იმდენად გააყოყოჩა, რომ ღვთის მიმართ სიურჩე გამოავლინა.

التفاسير: