ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
136 : 6

وَجَعَلُواْ لِلَّهِ مِمَّا ذَرَأَ مِنَ ٱلۡحَرۡثِ وَٱلۡأَنۡعَٰمِ نَصِيبٗا فَقَالُواْ هَٰذَا لِلَّهِ بِزَعۡمِهِمۡ وَهَٰذَا لِشُرَكَآئِنَاۖ فَمَا كَانَ لِشُرَكَآئِهِمۡ فَلَا يَصِلُ إِلَى ٱللَّهِۖ وَمَا كَانَ لِلَّهِ فَهُوَ يَصِلُ إِلَىٰ شُرَكَآئِهِمۡۗ سَآءَ مَا يَحۡكُمُونَ

და დაუდგინეს წილი ალლაჰს, იმ მოსავლიდან და საქონლიდან, რაც მან გააჩინა, და თქვეს: „ეს ალლაჰისაა“, ეს კი „ჩვენი თანაზიარებისა“. რაც თავიანთი თანაზიარებისთვის ჰქონდათ გადადებული, იქიდან ალლაჰს არაფერი ხვდებოდა; ხოლო რაც ალლაჰისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, ისიც თანაზიარებს ხვდებოდათ.[1] რაოდენ ცუდია ის, რასაც განსჯიან! info

[1] წარმართები მოსავლიდან და ოთხფეხა საქონლიდან გარკვეულ წილს გამოყოფდნენ ხოლმე ალლაჰისა და კერპებისათვის შესაწირად. ალლაჰისთვის გამოყოფილი წილით სტუმრებსა და ღატაკებს ასარგებლებდნენ, ხოლო კერპებისთვის გამოყოფილ წილს კი კერპებისა და მათი მოსამსახურეებისთვის ხარჯავდნენ. თუკი ალლაჰისთვის განკუთვნილი წილიდან, კერპების წილში რამე შეერეოდა, მას ხელს აღარ ახლებდნენ და ამბობდნენ: „ალლაჰი მდიდარია, მას არაფერში ჭირდება“; მაგრამ თუ კერპებისთვის განკუთვნილი წილიდან, ალლაჰის წილში რამე შეერეოდა, მას აუცილებლად კერპებს დაუბრუნებდნენ და იტყოდნენ: „მათ უფრო სჭირდებათ“. თუკი ალლაჰისთვის განკუთვნილი წილიდან რამე განადგურდებოდა ან დაიკარგებოდა, მას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ თუ კერპებისთვის განკუთვნილ წილს რამე მოუვიდოდა, მას ალლაჰის წილიდან შეავსებდნენ ხოლმე. ყათადე განმარტავს: გაჭირვების დროს ალლაჰისთვის განკუთვნილ წილს მიირთმევდნენ, ხოლო კერპებისთვის განკუთვნილ წილს ხელს არ ახლებდნენ. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير: