[1]ქელბისა და მუყათილის განმარტების თანახმად, ეს აიათი ნადრ ბინ ალ-ჰარისის, აბდულლაჰ ბინ ბანი უმეიასა და ნავფალ ბინ ჰუდაირის შესახებ ჩამოევლინა. მათ თქვეს: ო, მუჰამმედ! მანამდე არ დაგიჯერებთ, ვიდრე ალლაჰისგან წიგნს არ მოგვიტან, რომელსაც ოთხი ანგელოზი ეხლება და დაამოწმებენ, რომ ეს წიგნი ალლლაჰისგანაა და შენ მისი შუამავალი ხარო. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
[1]როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.