[1] ცუდი ნამოქმედარი
[1] უთხარი იუდეველებსა და ქრისტიანებს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ღვთის შვილები და მისი მოყვარეები ვართ“; და წარმართებს, რომლებმაც თქვეს: „კერპებს სხვა არაფრისთვის ვეთაყვანებით, თუ არა ალლაჰთან სიახლოვის მოსაპოვებლად“; ასევე მათ, ვინც ცრუ რწმენებზე დაყრდნობით ალლაჰის სიყვარულს იჩემებს.
[2] როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა, მუნაფიყთა (ფარისეველთა) თავკაცმა აბდულლაჰ ბინ უბეიმ თავის მეგობრებს უთხრა: „მუჰამმედმა მისი სიყვარული ალლაჰის სიყვარულთან გაათანაბრა და გვიბრძანებს, ისე გვიყვარდეს იგი, როგორც ქრისტიანებმა გადააჭარბეს მერიემის ძე 'ისას მიმართ სიყვარულში“. მათ ასეთ საუბარს მოჰყვა მომდევნო აიათის ჩამოვლინება, სადაც ალლაჰმა მორწმუნეებს მისი და მისი შუამავლის მორჩილება უბრძანა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[1] აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩემი უმმეთიდან ყველა სამოთხეში შევა, გარდა იმისა, ვინც ამპარტავანია. იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ვინაა ამპარტავანი? მან უთხრა: ვინც ჩემი მორჩილია, ის სამოთხეში შევა, ხოლო ვინც მეურჩება, უეჭველად, ის ამპარტავნობს“ (ბუხარი, ი’თისამ 2/7280.).
[1] ზექერია მერიემის დეიდას ქმარი იყო. როგორც აიათშია მოცემული, წმინდა სამლოცველოს შეწირულ მერიემზე შუამავალი ზექერია მზრუნველობდა. მერიემისთვის სამლოცველოს შიგნით გამოყოფილი იყო პატარა ოთახი, სადაც ძირითად დროს ატარებდა. აიათში ეს ოთახი მოხსენებულია, როგორც მიჰრაბი. ზექერია როდესაც მერიემის სანახავად მიჰრაბში შედიოდა, მას იქ ხვდებოდა ხილი, რომელიც იმ არე–მარეში არ მოდიოდა. კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ზამთრის ხილი ზაფხულში და ზაფხულის ხილი ზამთარში ხვდებოდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.