[1] ორიგინალი – „ალ-ჰიჯრაჰ“ (الهجرة): სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა გადასახლება, ემიგრაცია. ისლამის ლიტერატურაში ეს ტერმინი გამოხატავს ჩვენი წელთაღრიცხვით 622 წელს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მოპოვების მიზნით მუსლიმების მექქადან მედინაში გადასახლებას. მუსლიმებმა მედინაში გადასახლებამდე ჰიჯრა ორჯერ ეთიოპიაშიც გააკეთეს. ისლამის ლიტერატურაში ასევე დამკვიდრებულია, ჰიჯრას მორალური მხარე, რომელიც ყველა მუსლიმს მოეთხოვება, ესაა: ყოველგვარი ბოროტისგან განდეგილობა. როგორც მუჰამმედ შუამავალი ﷺ ბრძანებს: „მუჰაჯირი არის ის, ვინც ზურგი აქცია იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა აუკრძალა მას“(ბუხარი, იმან 4/10.).