Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia - Masih dalam proses

external-link copy
141 : 6

۞ وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنشَأَ جَنَّٰتٖ مَّعۡرُوشَٰتٖ وَغَيۡرَ مَعۡرُوشَٰتٖ وَٱلنَّخۡلَ وَٱلزَّرۡعَ مُخۡتَلِفًا أُكُلُهُۥ وَٱلزَّيۡتُونَ وَٱلرُّمَّانَ مُتَشَٰبِهٗا وَغَيۡرَ مُتَشَٰبِهٖۚ كُلُواْ مِن ثَمَرِهِۦٓ إِذَآ أَثۡمَرَ وَءَاتُواْ حَقَّهُۥ يَوۡمَ حَصَادِهِۦۖ وَلَا تُسۡرِفُوٓاْۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلۡمُسۡرِفِينَ

და იგია, ვინც შექმნა ბაღნარი - ძირს გართხმული და განურთხმელი, ფინიკი და ყანები - სხვადასხვაგვარი ნაყოფის მქონე, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მისი ნაყოფი, როცა მოისხამს, და გაიღეთ მისი წილი მოსავლის აღების დღეს[1] , და არც ფუჭად ხარჯოთ, ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ფუჭად მხარჯველნი. info

[1] მცენარეული მოსავლის ზექათი, რომელიც განსაზღვრულია 1/10-ის ოდენობით და ცნობილია ოშურის სახელწოდებით. ოშურის ოდენობას ალლაჰის შუამავლის ﷺ შემდეგი ჰადისები განსაზღვრავს: „რასაც რწყავს ზეცა ან წყაროები, ან კიდევ, მხოლოდ ფესვებით საზრდოობს, მასში მეათედი, ხოლო რაც გარკვეული ამაგით ირწყვება მასში მეათედის ნახევარი უნდა გაიღოთ.“ (ბუხარი, ზექათ 55/1483). „ხუთ ვესყზე ნაკლებ მცენარეულ მოსავალზე ზექათი არ არის.“ (ბუხარი, ზექათ 32/1447.). ვესყ (وسق), ასე მოიხსენებდნენ ერთი აქლემის საზიდ ტვირთს. ეს მედინას მკვიდრთა საზომი ერთეულია, რაც 60 საა’ (الصاع)-ს შეადგენს. (საა’, იმ დროს გავრცელებული მცენარეული მოსავლის საწყაო ჭურჭელი.) ჰიჯაზისა და ერაყის რეგიონებში გამოყენებადი საა’-ის მოცულობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, მეზჰების სწავლულთა შეფასებების მიხედვით გარკვეული სხვაობები შეინიშნება საწყაოს მოცულობასა თუ წონაში. ჰანეფი მეზჰების სწავლლთა შეფასებით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 185,7 კგ; შაფი’ი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 122,4 კგ; ხოლო მალიქი მეზჰების მიხედვით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 122 კგ. იხ:თურქეთის დიანეთის ისლამის ენციკლოპედია, ნისაბ,ტ.33.139;ოშურ, ტ. 34,გვ.98;ვესყ, ტ. 43,გვ.70.

التفاسير: