Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia - Masih dalam proses

Nomor Halaman:close

external-link copy
82 : 6

ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَلَمۡ يَلۡبِسُوٓاْ إِيمَٰنَهُم بِظُلۡمٍ أُوْلَٰٓئِكَ لَهُمُ ٱلۡأَمۡنُ وَهُم مُّهۡتَدُونَ

მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი. info

[1]ამ ორი მხარედან რომელს უფრო უნდა ეშინოდეს ღვთის რისხვის ან რომელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთოხოდ – ერთღმეღთიანები თუ წარმართები?

التفاسير:

external-link copy
83 : 6

وَتِلۡكَ حُجَّتُنَآ ءَاتَيۡنَٰهَآ إِبۡرَٰهِيمَ عَلَىٰ قَوۡمِهِۦۚ نَرۡفَعُ دَرَجَٰتٖ مَّن نَّشَآءُۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٞ

აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე. info

[1]როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა: „ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა “, - ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეებს ძალიან ემძიმათ მისი შინაარსი და თქვეს: რომელი ჩვენგანი არ ვურევთ რწმენაში უსამართლობას? ამაზე კი შუამავალმა ﷺ უთხრა: ისე არ არის, როგორც გგონიათ. განა არ ისმენთ ლუყმან შუამავლის სიტყვებს თავისი შვილის მიმართ: „უეჭველად, შირქი დიდი უსამართლობაა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4776.)

التفاسير:

external-link copy
84 : 6

وَوَهَبۡنَا لَهُۥٓ إِسۡحَٰقَ وَيَعۡقُوبَۚ كُلًّا هَدَيۡنَاۚ وَنُوحًا هَدَيۡنَا مِن قَبۡلُۖ وَمِن ذُرِّيَّتِهِۦ دَاوُۥدَ وَسُلَيۡمَٰنَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَٰرُونَۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلۡمُحۡسِنِينَ

და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს. info
التفاسير:

external-link copy
85 : 6

وَزَكَرِيَّا وَيَحۡيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلۡيَاسَۖ كُلّٞ مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ

ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი. info
التفاسير:

external-link copy
86 : 6

وَإِسۡمَٰعِيلَ وَٱلۡيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطٗاۚ وَكُلّٗا فَضَّلۡنَا عَلَى ٱلۡعَٰلَمِينَ

ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე. info
التفاسير:

external-link copy
87 : 6

وَمِنۡ ءَابَآئِهِمۡ وَذُرِّيَّٰتِهِمۡ وَإِخۡوَٰنِهِمۡۖ وَٱجۡتَبَيۡنَٰهُمۡ وَهَدَيۡنَٰهُمۡ إِلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ

ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ. info
التفاسير:

external-link copy
88 : 6

ذَٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهۡدِي بِهِۦ مَن يَشَآءُ مِنۡ عِبَادِهِۦۚ وَلَوۡ أَشۡرَكُواْ لَحَبِطَ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ

ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ. info
التفاسير:

external-link copy
89 : 6

أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ءَاتَيۡنَٰهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحُكۡمَ وَٱلنُّبُوَّةَۚ فَإِن يَكۡفُرۡ بِهَا هَٰٓؤُلَآءِ فَقَدۡ وَكَّلۡنَا بِهَا قَوۡمٗا لَّيۡسُواْ بِهَا بِكَٰفِرِينَ

ეგენი[1] არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი[2] უარყოფენ მას,[3] უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ. info
التفاسير:

external-link copy
90 : 6

أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُۖ فَبِهُدَىٰهُمُ ٱقۡتَدِهۡۗ قُل لَّآ أَسۡـَٔلُكُمۡ عَلَيۡهِ أَجۡرًاۖ إِنۡ هُوَ إِلَّا ذِكۡرَىٰ لِلۡعَٰلَمِينَ

აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2] info

[1]ზემოთ ჩამოთვლილი შუამავლები.[2]ყურეიშელი წარმართები, ან ზოგადად, ვისთანაც მივა ისლამის მოძღვრება და თავს შეიკავებს მის აღიარებაზე.[3]ყურანს და ზოგადად, ისლამის მოძღვრებას.

التفاسير: