[1] ალლაჰის შუამავალი ﷺ ძალიან წუხდა და ნერვიულობდა იმის გამო, რომ ხალხს არ სჯეროდა მის მიერ ნაქადაგები სარწმუნოებისა. უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათით შეაგონა, რომ მისი ძალისხმევითა და ნერვიულობით ვერავინ დაადგებოდა ჭეშმარიტ გზას – თუკი არ იქნებოდა ალლაჰის ნება. ამიტომ უმჯობესი იყო მოთმინება გამოეჩინა, რათა მას არ შეეფერებოდა ამ ჭეშმარიტების არმცოდნის მსგავსად მოქცევა.