Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Eggo e haala Joorjiya - nde woni ko e golleede.

external-link copy
2 : 6

هُوَ ٱلَّذِي خَلَقَكُم مِّن طِينٖ ثُمَّ قَضَىٰٓ أَجَلٗاۖ وَأَجَلٞ مُّسَمًّى عِندَهُۥۖ ثُمَّ أَنتُمۡ تَمۡتَرُونَ

იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.[1] ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ. info

[1] ჰასან ალ-ბასრის, ყათადესა და დაჰჰაქის განმარტებით, პირველი აჯალი არის დაბადებიდან სიკვდილამდელი, ხოლო მეორე აჯალი - სიკვდილიდან აღდგომამდე დროის მონაკვეთი. მათი ეს განმარტება იბნი აბბასი შემდეგ სიტყვებს ეყრდნობა: ყველა ადამიანს აქვს ორი აჯალი: აჯალი დაბადებიდან სიკვდილამდე და აჯალი სიკვდილიდან აღდგომამდე. თუკი ის იქნება კეთილი, ღვთისმოშიში და ნათესაური ურთიერთობების გამგრძელებელი, მას აღდგომის აჯალიდან ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალზე დაემატება; ხოლო თუკი ცოდვილი და ნათესაური ურთიერთობების გამწყვეტი იქნება, მაშინ ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალიდან აღდგომის აჯალზე დაემატება. მუჯაჰიდისა და სა’იიდ ბინ ჯუბეირის განმარტების თანახმად, პირველი აჯალი არის ამქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო; ხოლო მეორე აჯალი - იმქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დროა. იხ. თაფსიირუ ბაღავი.

التفاسير: