Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Eggo e haala Joorjiya - nde woni ko e golleede.

external-link copy
97 : 3

فِيهِ ءَايَٰتُۢ بَيِّنَٰتٞ مَّقَامُ إِبۡرَٰهِيمَۖ وَمَن دَخَلَهُۥ كَانَ ءَامِنٗاۗ وَلِلَّهِ عَلَى ٱلنَّاسِ حِجُّ ٱلۡبَيۡتِ مَنِ ٱسۡتَطَاعَ إِلَيۡهِ سَبِيلٗاۚ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِيٌّ عَنِ ٱلۡعَٰلَمِينَ

მასშია ცხადი სასწაულები, ნადგომი[1] იბრაჰიმისა, და ვინც მასში შევა, ის იქნება უსაფრთხოდ. ადამიანებს, ვისაც იქ მისასვლელი გზის დაფარვა შეუძლიათ, ალლაჰისგან დაეკისრათ ამ სახლში ჰაჯობის შესრულება, ხოლო ვინც უარყოფს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იმდენად მდიდარია, რომ ის არაფერს საჭიროებს სამყაროთაგან. info

[1]გადმოცემების თანახმად, ეს აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც იუდეველები და მუსლიმები კამათობდნენ თავიანთი მთავარი სამლოცველოებისა და ლოცვის მიმართულების სიძვირფასეზე. იუდეველები ამბობდნენ, რომ იერუსალიმის სამლოცველო არის ჩვენი ყიბლა (ლოცვის მიმაერთულება) და ის უფრო ძვირფასი და უძველესია, ვიდრე ქააბა, რადგანაც ეს არის შუამავალთა დედაქალაქიო. მუსლიმები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ამ აიათის ჩამოვლინებამ ცხადყო, რომ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემისათვის აგებული პირველი სამლოცველო – ქააბა იყო.

التفاسير: