[1]როდესაც შუამავალმა ﷺ ეს აიათი წაიკითხა, წიგნბოძებულებმა თქვეს, რომ ჩვენც დავემორჩილეთო. ამ დროს შუამავალმა ﷺ იუდეველებს უთხრა: დაამოწმებთ რომ ‘უზეირი ალლაჰის მსახური და შუამავალია? მათ თქვეს: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ‘უზეირი ალლაჰის მსახურად ვაღიაროთო. ასევე უთხრა ქრისტიანებსაც: დაამოწმებთ, რომ ‘ისა არის ალლაჰის სიტყვა, მისი მსახური და შუამავალი? მათ თქვეს: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ‘ისა ალლაჰის მსახურად ვაღიაროთო. იხ. თაფსირუ ბეღავი.