[1]ომარ ბინ ხატტაბი უჰუდის დღეს ასე იხსენებდა: „უჰუდის დღეს მარცხი ვიგემეთ. მეც გაქცეულებს შორის ვიყავი. თავი უჰუდის კალთებს შევაფარეთ, ჯიხვებივით ავდიოდით მთის კლდოვან კალთებზე. მუჰამმედი დაიღუპაო, ხმები გავრცელდა. მე გავიძახოდი: „ვინც იტყვის,მუჰამმედი მოკვდაო, მას არ ვაცოცხლებ“. შემდეგ გაქცეულებმა მთის ფერდობზე შევიკრიბეთ. ეს აიათი სწორედ ამის შესახებ ჩამოევლინა“. იხ. თაფსირუ ტაბერი; ასევე, გაქცეულებს შორის იყო ოსმან ბინ აფფანიც. მან ერთხელ ასე უპასუხა იმ პიროვნებას, ვინც ამის გამო მას კიცხავდა: დიახ, ეგ ჩვენი შეცდომა იყო, თუმცა ალლაჰმა ეს გვაპატიაო. იხ. თაფსირუ რაზი.