[1]უჰუდის ბრძოლაში, იმ საშინელი გარემოს, ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, უზენაესმა ალლაჰმა გულწრფელ მორწმუნეებს მსუბუქი ძილი მოუვლინა, რითაც მათი გულები დაამშვიდა, შიში გაუქრო და უფრო გაამხნევა. როგორც აბუ ტალჰა გადმოგვცემს, ბრძოლის ველზე ძილმორეულობის გამო რამდენჯერმე ხმალი ხელიდან დაუვარდა (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4562.). ბუნებრივ მდგომარეობაში, ადამიანს ძლიერი შიშის გამო ძილი არც მიეკარება, თუმცა მორწმუნეები უზენაესმა ალლაჰმა ასეთი წყალობით დააჯილდოვა. ასეთ სიტუაციაში ძილის მორევა მათი გულების სიმშვიდეზე მეტყველებს. მაგალითად, უზენაესი ალლაჰი ენფაალ სურას 11-ე აიათში, ბადრის ბრძოლის შესახებაც იგივეს ბრძანებს: „მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ“ იხ. თაფსიირუ იბნ ქესიირ. მუნააფიყები მორწმუნეებისგან განსხვავებით შიშით დაძრწოდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარ სულებზე და ნადავლის მოპოვებაზე ფიქრობდნენ.