Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Eggo e haala Joorjiya - nde woni ko e golleede.

external-link copy
154 : 3

ثُمَّ أَنزَلَ عَلَيۡكُم مِّنۢ بَعۡدِ ٱلۡغَمِّ أَمَنَةٗ نُّعَاسٗا يَغۡشَىٰ طَآئِفَةٗ مِّنكُمۡۖ وَطَآئِفَةٞ قَدۡ أَهَمَّتۡهُمۡ أَنفُسُهُمۡ يَظُنُّونَ بِٱللَّهِ غَيۡرَ ٱلۡحَقِّ ظَنَّ ٱلۡجَٰهِلِيَّةِۖ يَقُولُونَ هَل لَّنَا مِنَ ٱلۡأَمۡرِ مِن شَيۡءٖۗ قُلۡ إِنَّ ٱلۡأَمۡرَ كُلَّهُۥ لِلَّهِۗ يُخۡفُونَ فِيٓ أَنفُسِهِم مَّا لَا يُبۡدُونَ لَكَۖ يَقُولُونَ لَوۡ كَانَ لَنَا مِنَ ٱلۡأَمۡرِ شَيۡءٞ مَّا قُتِلۡنَا هَٰهُنَاۗ قُل لَّوۡ كُنتُمۡ فِي بُيُوتِكُمۡ لَبَرَزَ ٱلَّذِينَ كُتِبَ عَلَيۡهِمُ ٱلۡقَتۡلُ إِلَىٰ مَضَاجِعِهِمۡۖ وَلِيَبۡتَلِيَ ٱللَّهُ مَا فِي صُدُورِكُمۡ وَلِيُمَحِّصَ مَا فِي قُلُوبِكُمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ

მწუხარების შემდეგ (ალლაჰმა) თქვენში ძილის მომგვრელი სიმშვიდე ჩამოავლინა, რომელმაც ერთი ჯგუფი მოიცვა თქვენგან, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ თავიანთი სულები ადარდებდათ. ისინი ალლაჰის შესახებ უსამართლოდ ფიქრობდნენ – უმეცრულ ფიქრებს აუყვნენ და ამბობდნენ: ,,განა ვფლობთ ჩვენ რამეს ამ საქმეში?" უთხარი: ჭეშმარიტად, ეს საქმე მთლიანად ალლაჰს ეკუთვნისო. (ისინი) თავიანთ სულებში მალავენ იმას, რასაც შენ არ გიმხელენ. (გულში) ამბობენ: ჩვენი ნებით რომ ყოფილიყო რაიმე ამ საქმეში, მაშინ აქ არ დავიღუპებოდითო. უთხარი: ,,საკუთარ სახლებშიც რომ ყოფილიყავით, ვისთვისაც სიკვდილი იყო დაწერილი, ისინი მაინც გავიდოდნენ იქ, სადაც უნდა დაღუპულიყვნენ". თქვენს მკერდებში არსებულის გამოსაცდელად და თქვენს გულებში არსებულის განსაწმენდად ჰქმნა ალლაჰმა ეს ყოველივე. ალლაჰი მცოდნეა თქვენი გულისხმისა[1]. info

[1]ეს აიათი ბრძოლის მეორე ეტაპზე დამარცხებული მუსლიმების მდგომარეობას აღწერს, როდესაც ზოგი მათგანი უჰუდის კალთებისკენ გარბოდნენ, ზოგმა კი მედინისკენ აიღეს გეზი. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ ტალჰა ბინ უბეიდულლაჰთან და სხვა 11 საჰაბესთან ერთად მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძოდა და გაქცეულებს: „ალლაჰის მსახურნო ჩემსკენ გამოიქეცით, ჩემსკენ“-ო, უხმობდა. ამ ბრძოლაში 70-მდე მუსლიმი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. გავრცელდა ხმები, რომ დაღუპულთა შორის მუჰამმედ შუამავალიც ﷺ იყო. ალლაჰის შუამავალმა ﷺ იქ წინა კბილი დაკარგა, ტუჩზე და ლოყაზეც ჭრილობები მიიღო. ამ ყველაფერმა მუსლიმთა ფიზიკურ მარცხს ფსიქოლოგიური მარცხიც დაუმატა, რამაც ჯარში პანიკა ჩამოაგდო.

التفاسير: