ترجمهٔ معانی قرآن کریم - ترجمه‌ى گرجی ـ در حال اجراى آن است.

external-link copy
137 : 3

قَدۡ خَلَتۡ مِن قَبۡلِكُمۡ سُنَنٞ فَسِيرُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ فَٱنظُرُواْ كَيۡفَ كَانَ عَٰقِبَةُ ٱلۡمُكَذِّبِينَ

თქვენამდე მართლაც მრავალი წეს-ჩვეულება[1] გარდასულა. მაშ, ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს. info

[1] ორიგინალი – „სუნენ“ (سنن): სიტყვა „სუნნეთ“-ის (سنة) მრავლობითი ფორმაა, რომელიც შემდეგი მნიშვნელობების მატარებელია: გზა, ბილიკი, ადათი, წეს-ჩვეულება, კანონი, სამაგალითო ნიმუში. მუფესსირები ამ აიათში სიტყვა „სუნენ“-ს რამდენიმე განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ: ატას აზრით, აქ იგულისხმება შარიათები; ქელბი: აქ იგულსიხმება ყველა თემისთვის განკუთვნილი გზა და მეთოდი, რომლის მიმდევართაგან ალლაჰი კმაყოფილი იქნებოდა; მუჯაჰიდი: თქვენამდე მართლაც ბევრმა წეს-ჩვეულებამ განვლო იმათი განადგურებით, ვინც იყვნენ ცრუდ შემრაცხველნი; ასევე, ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, აქ იგულიხმება სხვადასხვა თემი, რომლებიც აწ გარდასული შუამავლების მიმდევრები იყვნენ. იხ. თაფსირულ ბეღავი.

التفاسير: