আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে

পৃষ্ঠা নং:close

external-link copy
163 : 4

۞ إِنَّآ أَوۡحَيۡنَآ إِلَيۡكَ كَمَآ أَوۡحَيۡنَآ إِلَىٰ نُوحٖ وَٱلنَّبِيِّـۧنَ مِنۢ بَعۡدِهِۦۚ وَأَوۡحَيۡنَآ إِلَىٰٓ إِبۡرَٰهِيمَ وَإِسۡمَٰعِيلَ وَإِسۡحَٰقَ وَيَعۡقُوبَ وَٱلۡأَسۡبَاطِ وَعِيسَىٰ وَأَيُّوبَ وَيُونُسَ وَهَٰرُونَ وَسُلَيۡمَٰنَۚ وَءَاتَيۡنَا دَاوُۥدَ زَبُورٗا

შუამავალს მხოლოდ მიწვდენა აკისრია (ხალხზე - ამ მოძღვრების), ალლაჰმა კი იცის, რასაც თქვენ ამხელთ და მალავთ. info
التفاسير:

external-link copy
164 : 4

وَرُسُلٗا قَدۡ قَصَصۡنَٰهُمۡ عَلَيۡكَ مِن قَبۡلُ وَرُسُلٗا لَّمۡ نَقۡصُصۡهُمۡ عَلَيۡكَۚ وَكَلَّمَ ٱللَّهُ مُوسَىٰ تَكۡلِيمٗا

უთხარი: უწმინდური და სუფთა არაა თანასწორი[1], თუნდაც უწმინდურობის სიმრავლემ თავი მოგაწონოს! მაშ, გონიერნო, გეშინოდეთ ალლაჰის, იქნებ გადარჩეთ. info
التفاسير:

external-link copy
165 : 4

رُّسُلٗا مُّبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَى ٱللَّهِ حُجَّةُۢ بَعۡدَ ٱلرُّسُلِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამეები, რომლებიც დაგამწუხრებთ, თუ გაგემარტებათ[1]; და თუ იკითხავთ ყურანის ჩამოვლინებისას, – გაგემარტებათ. (რაც უკვე იკითხეთ) ალლაჰმა შეგარჩინათ[2]. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი. info

[1]სუფთა და უწმინდური, ჰალალი და ჰარამი, მორწმუნე და ურწმუნო, მორჩილი და ურჩი, მცოდნე და უვიცი, კეთილი და ბოროტი, მობიდათე და სუნნეთის მიმდევარი - ერთმანეთის თანასწორი არ არის.

التفاسير:

external-link copy
166 : 4

لَّٰكِنِ ٱللَّهُ يَشۡهَدُ بِمَآ أَنزَلَ إِلَيۡكَۖ أَنزَلَهُۥ بِعِلۡمِهِۦۖ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يَشۡهَدُونَۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًا

თქვენამდეც იკითხა ხალხმა მის შესახებ, შემდეგ - მის გამო ურწმუნოებად გადაიქცნენ[1]. info

[1]აკრძალულია ზედმეტი და უსარგებლო კითხვები ან ისეთი კითხვები, რომელთა განმარტებასაც დამატებითი პასუხისმგებლობები და მწუხარება მოყვება. მაგალითად: ერთმა კაცმა, რომლის მამაც ისლამის მიუღებლად გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავალს ﷺ კითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი სად არის? მან უპასუხა: ცეცხლში. როდესაც კაცი წამოდგა და წასვლას აპირებდა, შუამავალმა ﷺ უკან იხმო და უთხრა: უეჭველად, შენი მამაც და ჩემი მამაც ცეცხლში არიან. (მუსლიმ, იმან 88/203.) ერთხელ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხუტბაზე თქვა: ეი, ხალხო! ალლაჰმა ჰაჯობა ფარძად დაგიწესათ, მაშ, შეასრულეთ ჰაჯობა! ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! ყოველ წელიწადს? შუამავალი ﷺ მანამდე დუმდა, ვიდრე იმ კაცმა იგივე კითხვა სამჯერ არ გაიმეორა, შემდეგ კი უპასუხა: რომ ვთქვა – ,,დიახ'', - მაშინ უთუოდ სავალდებულო გახდება, ხოლო თუ სავალდებულო გახდება, რასაკვირველია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. შემდეგ მან ასე გააგრძელა: სადაც მე თქვენთვის თავისუფლება მაქვს მოცემული, იქ მეც მომეცით თავისუფლება. უეჭველად, თქვენზე ადრე მყოფები ბევრი (უსაფუძვლო) კითხვებითა და შუამავლებისგან განსხვავებულად მოქმედებით დაიღუპნენ. როდესაც მე თქვენ რამეს გიბრძანებთ, ის შეძლებისდაგვარად შეასრულეთ, ხოლო რასაც აგიკრძალავთ, ის მიატოვეთ (მუსლიმ, ჰაჯჯ 73/1337.)[2]რაც აქამდე გიკითხავთ; ან რაც ალლაჰს ყურანში და მის შუამავალს სუნნეთში არ განუცხადებია, ის ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

التفاسير:

external-link copy
167 : 4

إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَصَدُّواْ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ قَدۡ ضَلُّواْ ضَلَٰلَۢا بَعِيدًا

არ დაუდგენია ალლაჰს არც ბაჰირა, არც საიბე, არც ვასილა და არც ჰამი,[1] თუმცა ისინი, ვინც არ ირწმუნეს, ცილს სწამებენ ალლაჰს და სიცრუეს თხზავენ მის შესახებ, თანაც მათი უმრავლესობა ვერც კი აზროვნებს. info

[1]უპირველესად, უნდა განვმარტოთ, რომ არაბულ ენაში ზმნა سَاَلَ (სე ე ლე) როგორც კითხვის დასმას, ასევე მოთხოვნასაც ნიშნავს, რომელიც ჩვენს თარგმანში ყველაზე გავრცელებული ფორმით - კითხვის დასმის სახით ვთარგმნეთ. ვინ იყო ხალხი, რომლებმაც კითხვა დასვეს ან რამე მოითხოვეს და თავიანთ კითხვაზე რომ პასუხი გაეცათ ან სათხოვარი შეუსრულდათ, ამის საფუძველზე ურწმუნოებად გადაიქცნენ? ამის შესახებ წმინდა ყურანში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი: 1. სალიჰ შუამავლის ხალხი, რომლებმაც სასწაულის ნიშნად აქლემი მოითხოვეს, ხოლო შემდეგ უმადურად მოიქცნენ და აქლემი დაკლეს. იხ. ა’რაფ, 7/73-80. 2. მუსა შუამავლის ხალხი, რომლებმაც თავიანთ შუამავალს მოსთხოვეს, ალლაჰი დაგვანახეო. იხ. ბაყარა 2/55. 3. ‘ისა შუამავლის ხალხი, რომლებმაც იკითხეს, შეეძლო თუ არა ღმერთს ზეციდან სუფრის ჩამოვლინება. იხ. მაიდე 5/112-15. 4. ასევე ბაყარა სურას 246-251 აიათებში მოთხრობილი ტალუთისა და ჯალუთის ამბავიც ამის მაგალითია, როდესაც ხალხმა მეფე ინატრა, რათა წინ გაძღოლოდათ და მასთან ერთად ალლაჰის გზაზე ეომათ, თუმცა მეფის მოვლინების შემდეგ თავიანთი სიტყვა არ შეასრულეს.

التفاسير:

external-link copy
168 : 4

إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَظَلَمُواْ لَمۡ يَكُنِ ٱللَّهُ لِيَغۡفِرَ لَهُمۡ وَلَا لِيَهۡدِيَهُمۡ طَرِيقًا

და როცა უთხრეს: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, და (მოდით) შუამავალთანო, მათ თქვეს: ჩვენთვის ისიც საკმარისია, რაზედაც ვპოვეთ ჩვენი მამა-პაპანი... – თუნდაც მათ მამებს არაფერი გაგებოდათ და არც სწორ გზაზე მდგარიყვნენ?! info

[1]ბაჰირა, საიბე, ვასილა და ჰამი ისლამამდელ პერიოდში წარმართი არაბების მიერ კერპებისთვის ცოცხლად შეწირული შინაური ცხოველებია. ზემოთ ჩამოთვლილი შესაწირის ყველა სახეობა თავისებური თვისებებით გამოირჩეოდა, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლებოდა და თავიანთ ნებაზე იყვნენ საძოვარზე გაშვებული. არც მათი ხორცით, არც ნაწველით, არც ბეწვით სარგებლობდნენ და არც ტრანსპორტად გამოიყენებდნენ.

التفاسير:

external-link copy
169 : 4

إِلَّا طَرِيقَ جَهَنَّمَ خَٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدٗاۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით[1]. ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის საბოლოო მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რასაც აკეთებდით. info
التفاسير:

external-link copy
170 : 4

يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدۡ جَآءَكُمُ ٱلرَّسُولُ بِٱلۡحَقِّ مِن رَّبِّكُمۡ فَـَٔامِنُواْ خَيۡرٗا لَّكُمۡۚ وَإِن تَكۡفُرُواْ فَإِنَّ لِلَّهِ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა სიკვდილი გეახლებათ, ანდერძის მოწმე იყოს ორი სამართლიანი თქვენ შორის ან ორი არათქვენგანთაგანი, თუკი მგზავრად იმყოფებით და სიკვდილის უბედურება დაგატყდათ. თუ ეჭვი შეგეპარათ მათში, - ლოცვის შემდეგ შეაყოვნეთ ორივე მათგანი და ღმერთზე დაიფიცონ: ,,თუ რამის საფასურად გავყიდით მას, თუნდაც ნათესავთა სასარგებლოდ, და დავმალავთ ალლაჰის წინაშე დადებულ მოწმობას, მაშინ ჩვენ ცოდვილთაგან ვიყოთო''. info

[1]აბუ ბექირ ას-სიდდიყისგან გადმოგვცემენ, რომ მას უთქვამს: ეი, ხალხო! თქვენ კითხულობთ აიათს: ,,ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით''. უეჭველად, მე ალლაჰის შუამავლისგან ﷺ მოვისმინე, რომ ის ამბობდა: „უეჭველად, როდესაც ხალხი ხედავენ უსამართლო მჩაგვრელს და ხელს არ უშლიან მას, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ალლაჰმა ყველა მათგანზე განავრცოს ამის სასჯელი.“ (თირმიზი, ფითან 8/2168.)აბუ უმეიე აშ-შა’ბანიი გადმოგვცემს: აბუ სა’ლაბა ალ-ხუშანიეს ვკითხე: ეი, აბუ სა’ლაბა! შენ როგორ განმარტავ შემდეგ აიათს: „თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა“? მან მითხრა: ალლაჰს ვფიცავარ, შენ ზუსტად მცოდნეს კითხე ეს საკითხი. მე ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს ﷺ ვკითხე და მან მითხრა: „სიკეთისკენ მოუწოდეთ და უკეთურება დაგმეთ, ვიდრე იხილავთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანებს სიძუნწე დაიმონებს, ვნებებს აუყვებიან, ეს ქვეყანა ყველაფერს ერჩივნებათ და ყველა საკუთარი მოსაზრებით თავს მოიწონებს. ასეთ დროს შენი ვალია საკუთარი თავის მიხედვა. მოერიდე ხალხზე აყოლას. უეჭველად, წინ გაქვთ მოთმინების დღეები. მაშინ მოთმინება შიშველი ხელით ნაკვერჩხლის დაჭერას ჰგავს. იმ დროს ვინც სწორ საქციელს გამოავლენს, ის იმდენ მადლს მოიგებს, რამდენსაც იგივე საქციელით ორმოცდაათი კაცი.“ სხვა გადმომცემმა დამატებით თქვა: ვიღაცამ იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! თავიანთი დროის ორმოცდაათი კაცის ნამოქმედარი მადლის ტოლი? მან უპასუხა: „ორმოცდაათი თქვენთაგანის მადლის ტოლი.“ (აბუ დავუდ, მალაჰიმ 17/4341.)ჯუბეირ ბინ ნუფეირი გადმოგვცემს: ერთ-ერთ მეჯლისზე ვიმყოფებოდი, სადაც ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეები იყვნენ. მე მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მათ კეთილის მოწოდებასა და ბოროტის დაგმობაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს მე ვთქვი: განა ალლაჰი ასე არ ამბობს თავის წიგნში: „ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა, ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია – თუკი სწორ გზას დაადგებით“? ამაზე ყველამ ერთხმად მიპასუხეს: შენ ყურანიდან მოგყავს აიათი, რომლის შესახებ არაფერი იცი და არც მისი განმარტება გაგეგება?! ამის გამო ვინატრე, ნეტავ საერთოდ ხმა არ ამომეღო. მათ ისევ გააგრძელეს საუბარი. ბოლოს წასვლის წინ მითხრეს: შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მოგყავს აიათი, რომლის შესახებაც არაფერი იცი. ალბათ მოესწრები იმ დროს, როდესაც ნახავ სიძუნწის მონებს, ვნებებს აყოლილებს, და საკუთარი აზრით თავმომწონეებს; აი სწორედ ასეთ დროს შენი ვალია საკუთარ თავს მიხედო და მაშინ ვერას გავნებს ის, ვინც გზას ამცდარია, - თუკი სწორ გზას დაადგები. იხ. თაფსიირუ ტაბერი.

التفاسير: