ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
164 : 7

وَإِذۡ قَالَتۡ أُمَّةٞ مِّنۡهُمۡ لِمَ تَعِظُونَ قَوۡمًا ٱللَّهُ مُهۡلِكُهُمۡ أَوۡ مُعَذِّبُهُمۡ عَذَابٗا شَدِيدٗاۖ قَالُواْ مَعۡذِرَةً إِلَىٰ رَبِّكُمۡ وَلَعَلَّهُمۡ يَتَّقُونَ

აკი მათგან ერთმა ჯგუფმა თქვა: რისთვის შეაგონებთ ხალხს, რომლებიც ალლაჰმა უნდა გაანადგუროს ან დასაჯოს სასტიკი სასჯელით? (მეორეებმა) თქვეს: რომ გვქონდეს საპატიო მიზეზი თქვენი ღმერთის წინაშე და იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.[1] info

[1] ამ აიათში ყურადღება გამახვილებულია ყოველი მუსლიმის ერთ-ერთ მნნიშვნელოვან პასუხისმგებლობაზე, რომელსაც სიკეთის მოწოდება და ბოროტების დაგმობა ეწოდება. მუსლიმი გულგრილი ვერ იქნება, როდესაც ხედავს უკეთურებას, ის ყოველთვის უნდა ცდილობდეს გამოასწოროს უკეთურება და ხალხი სიკეთისკენ დააკვალიანოს, როგორც ბრძანებს მუჰამმედ შუამავალი ﷺ: „რომელი თქვენგანიც დაინახავს უკეთურებას, მან იგი გამოასწოროს საკუთარი ხელით, თუკი ვერ შეძლებს მაშინ თავისი ენით, თუკი ამასაც ვერ შეძლებს მაშინ გულით დაგმოს; ეს კი რწმენის ყველაზე სუსტი გამოვლინებაა.“ (მუსლიმ, იმან 20/49.)

التفاسير: